ყოველი ვებ-გვერდ, რომელსაც სტუმრობთ, შედგება დომენისა და ჰოსტინგისგან. გასაგებად ყველაზე მარტივი გზაა წარმოიდგინოთ, რომ დომენის სახელი თქვენი საცხოვრებელის მისამართია, ხოლო ჰოსტინგი არის სახლი, სადაც ცხოვრობთ.
როდესაც ინტერნეტში შედიხართ და შეგყავთ გვერდის URL-ს (მაგ. https://www.hosdex.com), თქვენი ბრაუზერი არსებითად მიმართავს ამ დომენის სახელს (მაგ. hosdex.com) იმის გასარკვევად, თუ სად მდებარეობს აღნიშნული ვებ-გვერდი. შემდეგ კი ბრაუზერი იქ შენახულ შინაარსს/კონტენტს ჩამოტვირთავს.
ვებ-გვერდის ჰოსტინგი ეს არის საიტის განსათავსებლად სერვერით სარგებლობის პროცესი. ბაზარზე ხელმისაწვდომია სხვადასხვა ტიპის ჰოსტინგი. HOSDEX, ისევე როგორც ვებ-ჰოსტების უმეტესობა, გთავაზობთ განსხვავებულ ტარიფებს, რათა მომხმარებლებმა ფული გადაიხადონ მხოლოდ მათთვის საჭირო სერვისებისთვის. რაც უფრო პოპულარულია ვებ-გვერდი, მით მეტი რესურსი დასჭირდება მას ეფექტური ფუნქციონირებისთვის.
მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ HOSDEX-ში შეგიძლიათ თანდათან გაზარდოთ რესურსები. უბრალოდ შეცვალეთ სატარიფო გეგმა, როგორც კი ამას საჭიროება მოითხოვს. ამრიგად, შეგიძლიათ დაიწყოთ საბაზისო ჰოსტინგის გეგმით და შემდეგ თანდათან გადახვიდეთ Premium ან VPS მომსახურებაზე.
თქვენი ვებ-გვერდი არის ფაილების ერთობლიობა და (უმეტეს შემთხვევაში) მონაცემთა ბაზა, რომელიც საიტის ვიზიტორებს, გვერდის დათვალიერებისას, გარკვეული ფორმით წარედგინება. HOSDEX უზრუნველყოფს თქვენი ვებ-გვერდისა და მონაცემთა ბაზის შესანახ სივრცეს.
HOSDEX-ზე რეგისტრაციის შემდეგ, მიიღებთ წვდომას თქვენი ჰოსტინგის ანგარიშის ადმინისტრაციულ პანელზე.
HOSDEX-ზე ჩვენ გთავაზობთ ჩაშენებულ/ინტეგრირებულ ჰოსტინგის მართვის პანელს. ჩვენი მართვის პანელის გამოყენებით შესაძლებლობა გეძლევათ განახორციელოთ ჰოსტინგის მართვის საბაზისო მოქმედებები, თვალყური ადევნოთ რესურსების გამოყენებას, შექმნათ ელექტრონული ფოსტის მისამართები და დააინსტალიროთ კონტენტის მართვის სისტემები (CMS), როგორიცაა მაგ. WordPress. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჰოსტინგის მართვის პანელი და თქვენი საიტის ადმინისტრაციული პანელი სხვადასხვა რამაა, ეს უკანასკნელი CMS-ის დაყენებისას იქმნება, ხოლო პირველი თქვენი სერვერის ზოგადი ადმინისტრაციული პანელია.
არსებობს სხვადასხვა ტიპის ჰოსტინგის სერვისები ან, უფრო მარტივად, ჰოსტინგის ტიპები. ისინი განსხვავდებიან ზომით, ფუნქციებითა და პარამეტრებით ვებმასტერის სხვადასხვა ამოცანებისთვის. ჰოსტინგის ტიპები შეიძლება დაიყოს შემდეგ კატეგორიებად:
საზიარო/ვირტუალური: ყველაზე იაფი ტიპის ჰოსტინგია და ყველაზე ეკონომიურად იყენებს სერვერის აპარატურას. ვირტუალურია ჰოსტინგი, თუკი სხვადასხვა ვებ-გვერდი განლაგებულია ერთ სერვერზე და თითოეულისთვის გამოყოფილია გარკვეული მოცულობის მეხსიერება და სხვა რესურსები. ეს არის ჰოსტინგის ყველაზე შესაფერისი ტიპი მოყვარულებისა და ბლოგერებისთვის
VPS: პირადი ვირტუალური სერვერი (Virtual Private Server) ვირტუალური ჰოსტინგის მსგავსია, თუმცა უფრო ძლიერი. ზოგადად, VPS იყენებს უფრო მძლავრ აპარატურას და მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის ჰოსტინგი სხვადასხვა საიტებს ერთსა და იმავე ფიზიკურ სერვერზე მასპინძლობს, თითოეული მათგანი იღებს მისთვის გამოყოფილ რესურსებს, რაც მათ საშუალებას აძლევს იმუშაონ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, თითქოს ისინი სხვადასხვა/განცალკევებულ მინი სერვერებზე იყვნენ განლაგებული.
გამოყოფილი: შესანიშნავი არჩევანია პროფესიონალებისთვის და, როგორც ამას სახელი გულისხმობს, წარმოადგენს ერთი ცალკეული ვებ-გვედისთვის გამოყოფილი სერვერით სარგებლობას. მარტივად რომ ვთქვათ, მთავარი განსხვავება გამოყოფილი სერვერით ჰოსტინგსა და ვირტუალურ და VPS ჰოსტინგს შორის არის ის, რომ მისი მფლობელი არავის უზიარებს საცავ სივრცეს და სხვა რესურსებს, მის განკარგულებაშია ფიზიკური აპარატურის/აღჭურვილობის ნაწილი.
ქლაუდ ჰოსტინგი (ღრუბელზე): ქლაუდ ჰოსტინგი –ეს არის წვდომა ურთიერთდაკავშირებული სერვერების უზარმაზარ კონგლომერატზე, რომელთა მუშაობა ისეა ორგანიზებული, რომ საჭიროების შემთხვევაში მათ შეუძლიათ ერთმანეთის ჩანაცვლება. მარტივად რომ ვთქვათ, თუ მეტი რესურსი დაგჭირდებათ, ღრუბელი ამას უზრუნველყოფს. ქლაუდ „ღრუბლოვან“ ჰოსტინგს, როგორც წესი, ირჩევენ ისინი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია 100%-იანი დრო უწყვეტი ფუნქციონირება და არა ფასი.
HOSDEX გთავაზობთ ვირტუალურ/საზიარო და ქლაუდ ჰოსტინგის კომბინაციას. ეს საშუალებას გვაძლევს უზრუნველვყოთ სწრაფი ვებ-ჰოსტინგი თითქმის 100%-იანი უწყვეტი ფუნქციონირებით, საუკეთესო ფასად.